რომელ ტელევიზიებს გაეზარდა/შეუმცირდა სარეკლამო შემოსავალი?

რომელ ტელევიზიებს გაეზარდა/შეუმცირდა სარეკლამო შემოსავალი?

2023 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12.5%-ით შემცირდა და 15.6 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მხოლოდ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებს, 2023 წლის პირველ კვარტალში ამ რიცხვმა 14.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.2 მილიონი ლარით ნაკლებია.

სარეკლამო შემოსავლების შემცირების მიზეზად კომუნიკაციების კომისია აზარტული კომპანიებისთვის რეკლამის განთავსებაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებს. კერძოდ, 2022 წლის 1 მარტიდან აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამა აიკრძალა. რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ. ცნობისთვის, 2022 წლის პირველ კვარტალში აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 4.8 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც სარეკლამო შემოსავლებით კვლავ “ტელეიმედი” ლიდერობს. აღსანიშნავია ის, რომ 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, სარეკლამო შემოსავლები შეუმცირდა “მთავარ არხს”; “ფორმულასა” და “ტვ პირველს”. სარეკლამო შემოსავლებში ზრდა ჰქონდათ “პოსტივის”, საზოგადოებრივ მაუწყებელს და “რუსთავი 2”-ს.

კერძოდ, თუ “მედია ჰოლდინგმა” [ბრენდული სახელით რუსთავი 2] 2022 წლის პირველ კვარტალში 1.9 მლნ ლარი მიიღო, 2023 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.2 მლნ ლარამდე გაიზარდა. 0.8 მლნ ლარიდან 1.6 მლნ ლარამდე გაიზარდა “პოსტვ”-ის შემოსავალი, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი 0.2 მლნ ლარიდან 0.5 მლნ ლარამდე გაიზარდა.

I კვარტალში სარეკლამო შემოსავლები სატელევიზიო არხების მიხედვით ასე გადანაწილდა:

“ტელეიმედი” – 4.6 მლნ ლარი
მედია ჰოლდინგ [ბრენდული სახელი რუსთავი 2] – 2.2 მლნ ლარი
“პოსტვ” – 1.6 მლნ ლარი
“მთავარი არხი” – 1.3 მლნ ლარი
ტელეკომპანია “პირველი” – 1.1 მლნ ლარი
“ფორმულა” – 0.8 მლნ ლარი
“ბი ემ ჯი” – 0.6 მლნ ლარი
საზოგადოებრივი მაუწყებელი – 0.5 მლნ ლარი
“ჯი-დი-ეს თი-ვი” – 0.4 მლნ ლარი
მედია-ჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმზი” – 0.2 მლნ ლარი.

მსგავსი სიახლეები

Galt & Taggart წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შემცირებას პროგნოზირებს

Galt & Taggart წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შემცირებას…

Galt & Taggart-ი მოელის, რომ 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 8%-მდე შეამცირებს, ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში არის…
ევროზონაში ინფლაცია შემცირდა

ევროზონაში ინფლაცია შემცირდა

ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია პროგნოზირებულ მაჩვენებელთან…
სააღდგომოდ, საქართველოში დამატებითი შიდა ფრენები ინიშნება

სააღდგომოდ, საქართველოში დამატებითი შიდა ფრენები ინიშნება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით, დამატებით, 8 ავიარეისს ნიშნავს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დამატებითი ავიარეისები…